aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის დაავადებები სიკვდილის საშიშროებას ქმნის – ამერიკელი ნევროლოგი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკელმა ექსპერტმა და ნევროლოგმა შახინ ემანუელ ლაჰანიმ საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით გამოკითხვისას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილს აღენიშნება სერიოზული დაავადებები, რომლებიც სიკვდილის რისკს ზრდის.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია, მათ შორის, ეს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია, კრუნჩხვები, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას. ასევე, ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში, მალთაშუა დისკების მხრიდან ზურგის ტვინზე ზეწოლა, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას, მას აღენიშნება ტრანზიტული გარდამავალი დაკარგვა გონების და კრუნჩხვები. მას აქვს ტემპერატურისა და წნევის სწრაფი ცვლილება და კუნთების მნიშვნელოვანი განლევა. ეს არის სია მისი ყველა სერიოზული დაავადების.

როგორც ნევროპათოლოგი, ვთვლი, რომ მისი სერიოზული დაავადებები არის ხელისშემშლელი ფაქტორები სასჯელის მოხდისთვის“,- განაცხადა ექსპერტმა.

„ციხეში მოთავსებამდე, ნევროლოგიურად ის იყო ჯანმრთელი, მას ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა სათანადო დონეზე და შეეძლო თავისუფლად და სრულყოფილად ადამიანებთან ურთიერთობა. სახეზე იყო მისი შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება დაპატიმრების შემდეგ, რაც მე ვნახე როგორც დოკუმენტებით, ასევე გამოვავლინე ჩემ მიერ მისი გასინჯვის დროს.

მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვებს და კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე თუ არ არის ნამკურნალები სწორად.

ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, რომ კრუნჩხვითი შეტევები, თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება განვითარდეს უცაბედ სიკვდილში და გამომდინარე ჩემი გასინჯვის შედეგებიდან, ეს საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება.

რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ეს არის სწრაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიც არის საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება და ა.შ. რამდენადაც მე დავადგინე და ვნახე ბოლო 8 თვის განმავლობაში, დემენციასთან დაკავშირებით არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება და გამომდინარე იქიდან, რომ ის არ გადის სწორ მკურნალობას, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ის ამ პირობებში გამოჯანმრთელდეს“, – აღნიშნა ლაჰანიმ.

იტვირთბა....