aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მისი განცხადება არის მცდელობა, საქართველო ომში იყოს ჩათრეული – მიქანაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ წევრი, გივი მიქანაძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქნმით, ეს შეიძლება საქართველოს ომში ჩათრევას ემსახურებოდეს.

„ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერც ერთი მცდელობა (ვერ იქნება წარმატებული), სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი,”- განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისათვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

იტვირთბა....