ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტაქსის მძღოლი დაკითხეს: 17 წლის გატაცებული გოგონა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად გამოკითხვაზეა

 

17 წლის გატაცებული გოგონა, სამირა ბაირამოვა, ამ წუთებში კანონიერ წარმომადგენელთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფება – ამ ინფორმაციას შსს „მეტრონომს“ უდასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მარტო იყო გამოკითხვაზე, რადგან მშობლები პოლიციის სხვა განყოფილებაში იმყოფებიან, თუმცა შსს ადასტურებს, რომ გოგონა მარტო არ არის და მასთან ერთად კანონიერი წარმომადგენელიც იმყოფება.

4-დღიანი გაუჩინარების შემდეგ გატაცებული სამირა ბაირამოვა  თავად დაუკავშირდა სამართალდამცველებს და შეატყობინა თავისი ადგილსამყოფელი. პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონა  ისანი-სამგორის  რაიონის განყოფილებაში გადაიყვანა.

ჯერ კიდევ  უცნობია დააკავეს თუ არა სამირა ბაირამოვას გატაცებაში მონაწილე პირები. ასევე ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფებოდა ამ ოთხი დღის განმავლობაში 17 წლის სამირა ბაირამოვა. იგი გამტაცებლებმა ტაქსში ჩასვეს და ფონიჭალისკენ გაუშვეს.

როგორც „მეტრონომმა“ შეიტყო, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ტაქსის მძღოლის დაკითხვაც.

 

 

იტვირთბა....