ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის ქართველი წევრები ყვებიან თუ როგორ იბრძოდნენ წინა ხაზზე და როგორ დადეს ფიცი (ვიდეო)


.

“ისლამური სახელმწიფო”  ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ქართველი მებრძოლები ყვებიან, თუ როგორ ჩავიდნენ სირიაში საბრძოლველად.

ვიდეოში ქართველი მებრძოლები საუბრობენ, რომ ქართველები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც წინა ხაზზე იბრძოდნენ.

ვიდეოში მოცემულია  “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებული ქართველი მებრძოლების კადრები და ფოტოები.

წარმოგიდგენთ ვიდეოს და მის გაშიფრულ, ტექსტობრივ ნაწილს, რომელსაც ქართველი მებრძოლები საუბრობენ:

“ღმერთო ჩემო,  მე ვიჩქარე შენსკენ, რომ იყო ჩემით კმაყოფილი”

“მე მინდა ვისაუბრო ჩემს ძმებზე, რომლებიც საქართველოდან ხალიფატის მიწაზე ჩავიდნენ და დედამიწაზე შარიათის კანონების დაწესებისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ. ჩვენს ძმას ანასს ბავშვობიდან ვიცნობდი. როდესაც სირიიდან საქართველოში ჩავედი გავიგე, რომ ის ალაჰის გზას გაუდგა და წავიდა სახალიფოში. არ გასულა დიდი დრო და მეც წავედი სახალიფოს მიწაზე და შევხვდი მას. მაშინ დეირ ალ-ზორზე თავდასხმის ოპერაცია იგეგმებოდა, და ძმები საქართველოდან იქ წაიყვანეს”

“ჩვენი ძმა აბუ მარიამი 4 წლის წინ აჭარაში გავიცანი. ჩვენ მაშინ ჭეშმარიტებას ვეძებდით. მალე ის ეგვიპტეში სასწავლებლად წავიდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დაიწყო ალაჰის კანონებით ცხოვრება. იმ პერიოდში აჭარაში ჩვენი პატარა ჯამაათი გვქონდა, ამ ჯამაათის ამირი და მასწავლებელი იყო აბუ მარიამი. სახალიფოს გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულების ფიცი დავდეთ. ქართული სპეცსასმსახურების მხრიდან დევნის მიუხედავად, აბუ მარიამი სრულიად ასრულებდა თავის ვალდებულებას. ყოველ პარასკევს მეჩეთში ჯუმა-ნამაზს ვასრულებდით და ის ჩვენი იმამი იყო”

“როდესაც მე პირველად სირიაში ჩავედი, დავიჭერი, თურქეთში გამგზავნეს სამკურნალოდ. იქიდან საქართველოში დეპორტით გამიშვეს. იმ დროისთვის აბდულ ვაჰაბი პანკისში იყო. ის მოვიდა ჩემთან, მკითხა, როგორ წასულიყო სირიაში. მე მას ვუთხარი, რომ ღმერთის წყალობით ჩვენ ერთად წავიდოდით იქ. ეს ასეც მოხდა. ჩვენ ერთად ჩავედით სირიაში და სამხედრო მომზადება გავიარეთ. მომზადების შემდეგ ჩვენ ერთად გაგვზავნეს ერთ-ერთ ოპერაციაში”.

ქართველების შესახებ ვიდეო ISIS -ის მედიაცენტრ “ფურატის” მიერ არის მომზადებული და ინტერნეტით ვრცელდება.

იტვირთბა....