დაზვერვის სამსახურები ეძებენ უცნობ პიროვნებას, რომელმაც წერილი ქილერ ალექსეი შერსტობიტოვს მისწერა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილის, ეკატერინე ვინოკუროვისა და მისი ცოლის, მკვლელობა შეუკვეთა. ამის შესახებ gazeta.ru წერს.
როგორც ის იტყობინება, სპეცსამსახურებისთვის შემკვეთის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მას ეს „სახუმარო“ წერილი ძალიან ძვირად დაუჯდება.
გამოცემის წყაროს ცნობით, აღნიშნული წერილი პირდაპირ შერსტობიტოვს არ მისვლია, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება. წერილი გაიგზავნა მის სამუშაო საიტზე, პირადი შეტყობინებების სახით. წერილში უცნობი პირი წერს შერტობიტოვს, რომ მოახდინოს ეკატერინე და ალექსანდრა ვინუკუროვის ლიკვიდაცია, სანაცვლოდ კი 500 მილიონ დოლარს სთავაზობს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ამ უცნობ პირს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა, ის პასუხისმგებლობას თავს მაინც ვერ აარიდებს.