საზოგადოება

კახა კალაძემ პრესტიჟულ ჟურნალ GQ-ში მე-6 ადგილი დაიკავა და დი კაპრიოსაც გაუსწრო

მამაკაცების პოპულარული  ჟურნალის GQ-ს რუსულმა რედაქციამ “50 საუკეთესო სტილის მქონე უცხოელ მამაკაცში” მეექვსე ადგილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს არგუნა.

ჟურნალმა ცნობილი მამაკაცები სიაში გამორჩეული და დახვეწილი ჩაცმულობის სტილით შეიყვანა.

ჟურნალი კახი კალაძის შესახებ წერს: „საინტერესო ცხოვრების მქონე ადამიანი, ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი საქართველოს მთავრობის წევრი ჩაცმულობისას უპირატესობას იტალიურ სტილს- ნაქსოვ სამოსს და ზოლებით გაწყობილ პიჯაკებს ანიჭებს.“

ჟურნალის მიერ წარმოდგენილი სიის პირველი ათეული ასეთია: 10.ლეონარდო დი კაპრიო, 9. ფარელ უილიამსი, 8. დენიელ ქრეიგი, 7. ჯარედ ლეტო, 6. კახი კალაძე, 5. დევიდ ბექჰემი, 4. ეისეპ როკი, 3. ედი რედმეინი, 2. კენი უესტი, 1. ბენედიქტ კამბერბაჩი.

საინტერესოა ის, რომ მხოლოდ კახი კალაძეს დაურთო ჟურნალმა რამდენიმე ფოტო, როცა სხვა დანარჩენ მამაკაცებს მხოლოდ თითო ფოტო არგუნა.

 

14253687

 

წყარო: gq.ru

იტვირთბა....