აღნიშნულ გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, ვახტანგ მჭედილიშვილის გარდა. ამ საკითხს დილიდან განიხილავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. განხილვა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ანგარიშს მოყვა, რომელშიც საუბარი იყო მამუკა ახვლედიანის მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არ შედიოდა მის კომპეტენციაში.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა რამდენიმე თვეა, არსებობს. ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. გარდა ამისა, სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვის შესახებ.