ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2023 გამარჯვების წლად ვაქციოთ – ზელენსკი

უკრაინის მპრეზიდენტი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:

“გავმართე უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა. ვალერი ზალუჟნიმ ფრონტის ხაზის მთავარი მიმართულებების შესახებ მოგვახსენა. აგრესორის მომავალი სავარაუდო მოქმედებების შესახებ ისაუბრა კირილ ბუდანოვმაც.

კიდევ ერთხელ დამუშავდა ჩვენი ჯარის ტექნიკითა და საბრძოლო მასალით მომარაგების საკითხი. ცალკე განვიხილეთ სამხედრო მომსახურეების ხელფასები და პრემიები. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 2023 წელი გამარჯვების წლად ვაქციოთ. დიდება უკრაინას!” , – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....