ევროპოლის დირექტორის რობ უეინრაითის თქმით, ევროპაში დღეს დაახლოებით 3000-დან 5000-მდე ევროპის მოქალაქე ცხოვრობს, რომლებმაც სირიაში ISIS ბანაკებში ბრძოლის გამოცდილება დააგროვეს, შემდეგ კი ევროპაში დაბრუნდნენ.
“მოსალოდნელია, რომ ეს ადამიანები განახორციელებენ ტერორისტულ თავდასხმებს ევროპის სხვადასხვა ადგილას და მათი სამიზნე ჩვეულებრივი მოქალაქეები იქნებიან.” – განაცხადა უენრაითმა.
უეინრაითმა აღნიშნა, რომ სირიიდან დაბრუნებული ტერორისტები ევროპისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. მისი აზრით, ევროპა მსგავსი მასშტაბის საფრთხის წინაშე 10 წელიწადზე მეტია, არ ყოფილა. ევროპოლის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ტერორისტები ევროპაში შემოსასვლელად სისტემატურად მიგრანტის სტატუსს იყენებენ.