ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ადრე თუ გვიან კოალიცია დაიშლება“

 

“ადრე, თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რომ კოალიცია დაიშლება”. – ასე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე “მრეწველებსა” და “რესპუბლიკურ პარტიას” შორის არსებულ დაპირისპირებას.

კალაძემ პოლიტიკური გაერთიანების შიგნით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკელებსა და გოგი თოფაძეს შორის დაპირისპირება საჯარო გახდა.

“ადრე, თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რომ კოალიცია დაიშლება. ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა, უახლოეს მომავალში მე ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კოალიცია ალბათ არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის.

რაც შეეხება ზოგადად “მრეწველების” და “რესპუბლიკელების” დაპირირსპირებას, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როცა ეს ხდება, სააშკარაოდ გამოდის ეს თემა. თუ რაიმე პრობლემები არსებობს, მიმაჩნია, რომ ეს უნდა დალაგდეს და გადაწყდეს თვითონ გუნდში“. – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადება გაავრცელა. სამნიძის თქმით, “მრეწველების” საჯარო კრიტიკისგან   პოლიტსაბჭოს სხდომამდე “რესპუბლიკელები” თავს შეიკავებენ.

იტვირთბა....