ახალი ამბები მთავარი სამართალი

ექსკლუზივი: 17 წლის გატაცებული გოგონა ნაპოვნია

 

„მეტრონომის“ სანდო წყაროს ინფორმაციით,  17 წლის გატაცებული გოგონა, სამირა ბარიამოვა ნაპოვნია. ამ წუთებში მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ 17 წლის გოგონა, სამირა ბაირამოვა ფონიჭალიდან გაიტაცეს. გოგონა რამდენჯერმე დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და აცნობა დაახლოებით სად იმყოფებოდა, თუმცა მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. გამტაცებლები დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და პოლიციიდან განცხადების გატანის სანაცვლოდ გოგონას დაბრუნებას დაჰპირდნენ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა. გოგონას ოჯახის წევრები აქციებს მართავენ.

იტვირთბა....