ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლება ეცდება დაამტკიცოს, თითქოს სააკაშვილს სიცხეები ტუბერკულოზის გამო აქვს და არა მოწამვლის შედეგად – შალვა ხაჭაპურიძე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლება ეცდება დაამტკიცოს, თითქოს სააკაშვილს სიცხეები ტუბერკულოზის გამო აქვს.

„ეს არის წვრილმანი რეპრესიული ზომები და ფიქრობენ, რომ ამით გატეხენ მას. და მეორე, ლიმბახის ლაბორატორიაშია რაღაც ანალიზები დანიშნული. ჩვენ დღეს მოგვივიდა პასუხები, რომ წარმოადგინეთ სააკაშვილის ნებართვაო და მე დღეს წარვადგენ. თვითონ „ვივამედს“ აქვს დანიშნული და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიქმნა რაიმე ლაბორატორიული კვლევები, რომლითაც იტყვიან, რომ 38 სიცხე მაქვს მას იმიტომ, რომ თურმე ტუბერკულოზი ჰქონია ფარულიო. საქართველოში ტარდება ეს კვლევა, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და ამას პრევენციის მიზნით ვაკეთებ, ამიტომ, იმედი მაქვს, ამ განცხადების მერე, ვინც ეს სპეცოპერაცია დაგეგმა, თავს შეიკავებენ“, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

იტვირთბა....