ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არავინ აიძულებს საქართველოს, მით უმეტეს ჩვენ, რუსეთთან ომი დაიწყოს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ არავინ აიძულებს საქართველოს, რუსეთთან ომი დაიწყოს.

“ძალიან არ მინდა, სუვერენული სახელმწიფოების პოლიტიკოსებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. მათი უფლებაა, ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, რომელიც საკუთარ აუდიტორიაზე და ამომრჩეველზეა გათვლილი. ჩვენ თავად შევძლებთ ყველაფერს, ჩვენ არ გვჭირდება მეორე, მესამე თუ მეათე ფრონტი, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ იარაღით ან გენერატორებით? დაგვეხმარეთ! უბრალოდ, არ შეგვიშალოთ ხელი, ნაკლებად ილაპარაკეთ! არავინ აიძულებს საქართველოს, მით უმეტეს ჩვენ, საქართველომ რუსეთთან ომი დაიწყოს, იმ ძალთა შეუსაბამობის გათვალისწინებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, საქართველოს ხელისუფლებას უფრო მკაფიო პოზიცია ჰქონოდა ომთან დაკავშირებით. არ უნდათ? ნუ უნდათ.

და ყველაზე მთავარი, შენ თუ ვაჟკაცი ხარ, გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებ, მზად ხარ, რაღაც გააკეთო და არა მხოლოდ ილაპარაკო, თითქოსდა ვიღაცა შენ გაიძულებს, ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინო, ზუსტად ვიცი, უკრაინა ამ მხრივ არავის ზეწოლას არ განახორციელებს, რომ შენ ვაჟკაცური ქმედებები ჩაიდინო, თუ შენ ამისთვის მზად არ ხარ. ეს არის და ეს. არ არის საჭირო რაღაცების დაბრალება უკრაინისთვის. იყავით სუვერენული, განსაკუთრებით ომის 10 თვის შემდეგ, შეხედეთ უკრაინას, ბოლოს და ბოლოს, რომელსაც გიგანტური ურდო თავს დაესხა. შეწყვიტეთ ჩვენთან ასეთი საუბრები. თითქოსდა ჩვენ ვიღაცას რაღაცას ვაიძულებთ. ნუ იქცევით ისე, თითქოს ჩვენ თანაბარ პირობებში ვართ. 10 თვეა ვომობთ ურდოსთან, ამიტომ, ცოტა კორექტულად განცხადებებში. ქართველი ხალხის მიმართ სიმპათიით ვართ განწყობილი, დიდი პატივისცემით. არ გინდათ რაღაც კონსპირაციებზე საუბარი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
იტვირთბა....