ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როდემდე იქნება მერია ჩასვრილი“ – ხათუნა ხოფერია პროკურორის ქალიშვილის სწავლის დაფინანსებას ეხმაურება

ხათუნა ხოფერია პროკურორის ქალიშვილის, თაკო გერგედავას სწავლის დაფინანსების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მას შემდეგ, რაც თაკო გერგედავას მეგობარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პროკურორის ქალიშვილს მერიიდან 5 000 ლარი სოციალურად დაუცველის სტატუსით არ მიუღია, როგორც ეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა, ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა:

„ძალიან გავბოროტდით! ძალიან დაუნდობლები გავხდით!

ის, ვინც ეს სკანდალი ააგორა, უბრალოდ, ჩასაფრებული და ბოღმიანი ადამიანია! საშიში ადამიანი!

და ის, რომ მან შეძლო ჩვენი შვილებისთვის ტკივილის მიყენება, მერიის უსუსურებაზე მეტყველებს!

სამი კითხვა მაქვს.

1, რატომ არ უნდა ჰქონდეს მერიას უფლება დააფინანსოს საკუთარი თანამშრომლის სწავლა, ან კვალიფიკაციის ამაღლება???

2, რატომ უნდა იყოს პროკურორი სავალდებულოდ ფულიანი, კორუმპირებული (რაიმე სტანდარტი არსებობს?)

3, როდემდე იქნება თბილისის მერია შეშინებული, ჩასვრილი ბავშვის მდგომარეობაში, ათასი რჯულის ინტრიგანის ბრალდებების მიმართ?

თაკო, ირაკლი, გვაპატიეთ, შვილებო!!!!

ცხოვრება ძალიან უსამართლო და სასტიკია, მაგრამ საოცრად ლამაზი და საინტერესო!!! რადგან ასე მოხდა, არ დაიბნეთ, არ დაითრგუნოთ! მოემზადეთ ბრძოლისთვის. არ დამორჩილდეთ უნამუსობას! არ შეგეშეინდეთ ჩასაფრებული ადამიანების! ისინი ძალიან საბრალონი არიან!!!!“-წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისსის მერმა დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა ისანი-სამგორის პროკურორის ქალიშვილის პარიზში სწავლის დაფინანსებას, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბიუჯეტიდან გამოიყო. მოგვიანებით ნარმანიამ აღნიშნა, რომ შეცდომაში შეიყვანეს, მერიიდან კადრი გაუშვა, რომელმაც განცხადება შეუტანა, ხოლო პროკურორის ქალიშვილს დაფინანსება მოუხსნა.

ამ ფაქტს გერგედავას მეგობარმა ფეისბუქზე სტატუსი მიუძღვნა, სადაც წერს:

„როგორც მოგეხსენებათ, და თუ არ მოგეხსენებათ გეტყვით, რომ სორბონაში სწავლა ღირს „მხოლოდ” 500 ევრო. პარიზი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი, ძალიან ძვირია ცხოვრება, საცხოვრებლის დაქირავება მინ 600 ევრო ღირს, საკვები, წიგნები (მინინუმ 30-40 ევრო ერთი წიგნი). ამ დღეებში დავიწყეთ მცირე დაფინანსების მოძიება, რომ მის ოჯახს ცოტათი მხარში ამოვდგომოდით, „პროკურორის შვილობა” არ ნიშნავს ყოვლისშემძლეობას. დამემოწმება ჩემი არაერთი ფბ მეგობარი, რომელთაც ვთხოვდი დახმარებას ფონდების მოძიებაში. ვიყავით არაერთ ფონდში, მაგრამ სამწუხაროდ უიმედოდ. ზოგან ვადა იყო გასული, ზოგან საფრანგეთს არ აფინანსებდნენ და ა.შ. შემდეგ, თაკომ გაიგო სამსახურში, რომ შეეძლო მიემართა მათთვის და იფიქრებდნენ დახმარებაზე. პირადად მე ვეხმარებოდი ამ განცხადების დაწერაში და ძალიან დიდი დრო დავხარჯე, რომ ეს განცხადება კომპიუტერიდან აღმედგინა. წაიკითხეთ ძალიან კარგად და გამოიტანეთ აზრი, რას ითხოვს თაკო, სად წერს, რომ ის არის სოციალურად დაუცველი? ძალიან მარტივია იმის გააზრება, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ საკუთარი თავის დაფინანსების მოძიებას, რომლებიც ცდილობენ ოჯახს ტვირთი შეუმსუბუქონ, დაეხმარონ მათ ვინც მასზე ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს მის კეთილდღეობისათვის. სამწუხაროდ ბევრს უჭირს ამის გააზრება.“

იტვირთბა....