aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქემ სასტიკად სცემა ქართველი, თითქმის სიკვდილის პირას მიიყვანა – დავით ქაცარავა უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამოქალაქო აქტივისტი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქემ ქართველი სასტიკად სცემა.

“რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქემ სასტიკად სცემა ქართველი.
თითქმის სიკვდილის პირას მიიყვანა.

ფოტოებს ამ ადამიანის თხოვნით არ ვასაჯაროვებ, მაგრამ მერწმუნეთ, დღესაც კი მისი მდგომარეობა წარმოუდგენლად შემაძრწუნებელია.

როგორც გავარკვიე, მოსული პატრული ცდილობდა დაერწმუნებინა საშინლად ნაცემი, დასისხლიანებული ადამიანი იმაში, რომ განცხადება არ დაეწერა, ვინაიდან რატომღაც მაინც ვერ დაიჭერდნენ რუსეთის მოქალაქეს.
მოკლედ, ძალიან არ უნდოდათ საქმის აღძვრა.

მინდა დავაფიქსირო, რომ უკვე დეტალებში გავერკვიე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ნაძირალამ კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე არ ჩაიფარცხოს.
არ მაინტერესებს, რა დონის მფარველი გამოუჩნდება ამ არარაობას, პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.
ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ნამდვილ პატრიოტებს მოვუწოდებ, თქვენის მხრივ არ მისცეთ საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის მსურველებს გადაარჩინონ აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის ასეთივე მოქალაქე.
დღეს თუ ამ ცემას გავატარებთ და პასუხს არ გავცემთ ამ ნაძირალას, ხვალ კიდევ ბევრად უარეს შედეგს მივიღებთ”, – წერს ქაცარავა.

იტვირთბა....