უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას ერთნაირად ესმით, როგორ უნდა დასრულდეს ომი.
“ამერიკელებთან 100-პროცენტიანი გაგება გვაქვს იმისა, რა არის მშვიდობა, რა მიზნები გვაქვს, რა კომპრომისები არ შეიძლება იყოს. არანაირი კომპრომისები იმ პრეზიდენტთან [პუტინთან], იმ ხელისუფლებასთან, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არ იქნება”, – თქვა ერმაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტისას ეს თემა განიხილეს და როგორც დემოკრატებისთვის, ასევე რესპუბლიკელებისთვის, ომის დასრულების ასეთი ხედვა “პრინციპული საკითხია”.
“ისინი დღეს აშკარად ჩვენთან არიან და დღეს აშკარად სჯერათ, რომ ჩვენი გამარჯვებაც მათი გამარჯვება იქნება” – დასძინა ერმაკმა.
ერმაკის თქმით, ამერიკის მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული იარაღი უპრეცედენტოა, მაგრამგამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.
მისი აზრით, უკრაინა მომავალში მიიღებს “ყველაფერს, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის” .