ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე ცუდად რომ გახდა, იტალიაში წავიდა, პატრიარქს რომ რამე ატკივდება, საზღვარგარეთ მიდის” – ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოსამართლეს უხსნის, რომ საქართველოში მძიმე მეტალებით მოწამლული პირის დეტოქსიკაცია ვერ ხერხდება, რაც მისი თქმით, კვლევებითაა ადასტურებული.

ხაჭაპურიძის პროტესტი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებებმა გამოიწვია, რომლების მთელი პროცესის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტში ტოქსიკოლოგიის კათედრა არსებობს.

დადასტურებულია, რომ მძიმე მეტალებზე აქ დეტოქსიკაცუა არ კეთდება. რატომ უნდა იცოდეს, მიხეილოვია, ჟუჟუნა დობორჯგუნიძის საავადმყოფო თუ სხვა?!” – თქვა ხაჭაპურიძემ.

გარდა ამისა, უფლებადამცველის თქმით, მაღალი თანამდებობის პირები და მაღალი ერარქები არჩევანს დასავლურ ჰოსპიტელებზე აკეთებენ.

“კალაძე ცუდად რომ გახდა, წავიდა იტალიაში, პატრიარქს რომ რამე ატკივდება მიდის საზღვარგარეთ. კარგები რომ იყვნენ, აქ გაჩერდებოდნენ” – თქვა მან.

იტვირთბა....