ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მინიმუმ სამი ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი, დაშავდა კიევში აფეთქებების შედეგად

მინიმუმ სამი ადამიანი დაშავდა დღეს კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მორიგი სარაკეტო შეტევა დაიწყო. დაშავებულებს შორის ერთი 14 წლის ბავშვია.

ამის შესახებ განცხადება მერმა, ვიტალი კლიჩკომ გააკეთა. დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

კლიჩკომ დასძინა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მერმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლოა გაითიშოს ელექტროენერგია, ამიტომ დატენონ მოწყობილობები, მოიმარაგონ წყალი. კიევში დილიდან აფეთქებების ორი სერია იყო. ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

იტვირთბა....