ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი, პირველ რიგში, დედაა – რას აცხადებს სოფო ჯაფარიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, სოფო ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

ოპოზიციონერი ახლა საქალაქო სასამართლოშია და ადგილზე, სააკაშვილის მხარდასაჭერად ექიმების მისვლას ელოდება.

მე მჯერა, რომ კრიტიკულ მომენტში პოლიტიკურ ოპონენტებს, ვისაც აქვთ ამის ბერკეტი, შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, გამოიჩნონ ჰუმანურობა და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე.
ზურაბიშვილი, პირველ რიგში არის დედა და მე სწორედ ამიტომ მჯერა, რომ შეიძლება მან გამოიჩინოს ჰუმანურობა და მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ. მთელი საქართველოს მასშტაბით დავდივართ, აქ ახლა მოდიან ექიმები, ადამიანები, რომლებმაც ყველაძე კარგად იციან სიცოცხლის ფასი. დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეს მივდივართ დასავლეთს აქრთველოში და 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტთან ათასობით წერილი შევა და მე მჯერა, რომ ის აუცილებლად შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

იტვირთბა....