მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დაცვის მხარემ გამოითხოვა სამედიცინო ბარათები და გაირკვა, რომ ხელისუფლება ცდილობს რამენაირად უარყოს დიაგნოზები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აქვს.
ამ თემაზე მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე ისაუბრა.
“ფაქტიურად აღარანაირი მკურნალობა აღარ უტარდება, გამოთხოვილ იქნა ჩვენ მიერ ექსპერტიზის დასრულების შემდგომი სამედიცინო ბარათები და გაირკვა, რომ ამჟამად ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ფაქტიურად რაც ექსპერტიზის დასკვნაში დევს იმის საწინააღმდეგო ექიმები მოიყვანონ, რომლებსაც ბევრს არ გააჩნია ლიცენზიები, ამაზე შემდეგ გვექნება საუბარი, ცდილობენ რამენაირად უარყონ თუ რაიმე დიაგნოზები არსებობს”, – თქვა ხაჭაპურიძემ.