ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მივესალმები, თუ მოქმედი პრეზიდენტი ყოფილს სიცოცხლის უფლებას მისცემს – სააკაშვილის ძმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი “პირველებთან” ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სიციცხლის უფლება უნდა მიეცეს.

მან სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ პრეზიდენტმა ევროპულობა საქმით უნდა დაამტკიცოს.

მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა ვერ წარმოიდგენთ, როგორი გაუარესებულია მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სასამართლო წელს როგორ დაასრულებს: ვაძლევთ ადამიანს სიციცხლეს,, თუ ვკლავთ. დრო აღარ ითმენს, ყოველ წუთს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მივესალმები თუ გადადგამს ნაბიჯს და მოქმედი პრეზიდენტი ყოფილს სიციცხლის უფლებას მისცემს”- თქვა გიორგი სააკაშვილმა.

იტვირთბა....