ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ილუზია” – ლავროვი დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და დონბასიდან საოკუპაციო ძალების გაყვანაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ კრემლი არავის ელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულის საფუძველზე. უკრაინული Unian წერს, რომ ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ლავროვის თქმით, უკრაინა თავად არ არის მზად დიალოგისთვის.

“რუსეთი არავის ელაპარაკება ზელენსკის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო ფორმულის საფუძველზე, აშკარაა, რომ თავად კიევი არ არის მზად დიალოგისთვის”, – აღნიშნა მან.

ლავროვმა ასევე უკრაინელი ლიდერის იდეას დასავლელი პარტნიორების დახმარებით ყირიმიდან და დონბასიდან საოკუპაციო ძალების გაყვანაზე „ილუზია“ უწოდა. ასევე, მოსკოვს არ მოსწონს წინადადება რეპარაციების გადახდის შესახებ.

იტვირთბა....