უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინაში ბრძოლები ახლა ჩიხშია. მისი თქმით, არც უკრაინას და არც რუსეთს ახლა არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლა. ბუდანოვი ამბობს, რომ კიევი ელოდება მოწინავე იარაღის მიღებას დასავლელი მოკავშირეებისგან.
“სიტუაცია უბრალოდ ჩიხშია. არ მოძრაობს”, – განუცხადა ბუდანოვმა BBC-ს.
ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთი “ახლა სრულიად ჩიხშია” და განიცდის ძალიან მნიშვნელოვან ზარალს. მისი აზრით, კრემლმა გადაწყვიტა გამოაცხადოს წვევამდელების მორიგი მობილიზაცია.
“ჩვენ ვერ დავამარცხებთ მათ ყველა მიმართულებით ყოვლისმომცველად. ვერც ისინი. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი იარაღის მიწოდებას და უფრო მოწინავე იარაღის”, – თქვა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, ამჟამად ვერ ხედავს ბელარუსის ჯარების მხრიდან რეალურ, გარდაუვალ საფრთხეს.