კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინული მედიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში იყო. იგივეს წერს Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით.
ხუთშაბათს დილით უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა და მოსახლეობას თავშესაფრებში წასვლისკენ მოუწოდეს.