ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ გადაიქცა საქართველო “მონაკოს” ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად? – კოკოითი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო.

“მაინტერესებს, რატომ გადაიქცა თავად საქართველო, რომელსაც აქვს ასეთი შესაძლებლობები, “მონაკოს” ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად? – დაწერა კოკოითმა ტელეგრამის არხზე.

მისივე აზრით, ღარიბაშვილის სიტყვები “შეურაცხმყოფელი და პროვოკაციულია”. მან ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მოინანიონ “ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების წინაშე დანაშაულები და აღიაროს ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”.

ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ბოლოდროინდელი “გონიერება”, იმედს აძლევთ, რომ “თბილისი აღიარებს თავის შეცდომებს”.

იტვირთბა....