უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 104 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
ტანკი – 3 018 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 6 047 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 2 004 ერთეული [+5]
MLRS – 423 ერთეული [+5]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 268 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 717 ერთეული [+10]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 675 ერთეული [+15]
სპეცტექნიკა – 179 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 28 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
352 თვითმფრინავი
192 ვერტმფრენი
2 734 უპილოტო საფრენი აპარატი
399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
7 282 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
950 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 737 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 792 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.