ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დილიდან უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა

დღეს, 29 დეკემბერს, დილიდან მთელ უკრაინაში საჰარო განგაში ამოქმედდა.

საჰაერო თავდასხმის განგაში მოქალაქეებს აფრთხილებს შესაძლო დარტყმების შესახებ.

დილის 6 საათზე, საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა უკრაინის დედაქალაქ კიევში, ასევე ხერსონისა და მიკოლაივის სამხრეთ რეგიონებში, ჟიტომირის დასავლეთ რეგიონში.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ Telegram-ზე დაწერა – “დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა! გთხოვთ, წადით თავშესაფარში!”.

ჯერჯერობით დადასტურებული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იტვირთბა....