ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი” – ხმალაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე, ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პრეზიდენტის სასახლის წინ, რუსული სოფელია გამართული:

“ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფელი ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, მან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს”, – თქვა ირაკლი ხმალაძემ.

რუსული სოფელია ჩემს კარებთან – განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი არც ერთ ქვეყანაში არ იქნებოდა გამართული პრეზიდენტის სასახლის წინ.

იტვირთბა....