საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც აწყობდა.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გეგმებს აწყობს, ხელისუფლება კი ამ თემის აქტუალობით სხვა საკითხებზე არსებულ კითხვებს თავს არიდებს.
“რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული. პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთი, როცა იმას აქეზებდნენ, რომ ჩამობრძანდით, იქნება რევოლუცია და ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, აბა ხომ არა ხარ ლაჩარი, ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ – იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია, მანამდეც ამაში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ამაში ორივეს აწყობს, ერთ მხარეს ალბათ, იმიტომ რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.