საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად ევროპულ გზაზე საქართველო აუცილებლად გავა.
“მე მაინტერესებს მხოლდ და მხოლდ ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და ის ამას აუცილებლად მიიღებს.
ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს, შანტაჟის და მუქარის მიუხედავად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.