მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება:
“ხალხო ყველას წინაშე თავს ვხრი და მადლობას გიხდით, უამრავი მწერს და სულ უცხო ხალხი გვიმაგრებს ზურგს… ამისთვის მადლობა ყველას და ვინც საღად მოაზროვნეა გაიაზრებს, რომ ეს ნაგლეჯი ვითომ მაგდას დაწერილი(რაც კალიგრაფიულად არც ემთხვევა) არ არის ის არგუმენტი რომ დაეყრდნოს საზოგადოება. ჩემი და ”ტოლჩა”…”პროსტინა”…”ჩაინიკი” ამ ფრაზეოლოგიით არ ცხოვრობდა და ეს არაა მაგდას ხელწერა !!!
რაც შეეხება სხვა ნივთებს რაც არ არის გამოფენილი …რატომ არ გამოფინეს ყველაზე დიდი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად რომ მაგდა უდანაშაულოა…რატომ დამალეს ყველაზე დიდი ფაქტი პროკურატურამ იმიტომ რომ იცოდნენ ამაზე მასა აფორიაქდებოდა და იერიშზე გადმოვიდოდა პროკურატურის წინააღმდეგ…ეს ერთი და პლიუს, ამას თუ ზეწარი სისხლიანია როგორ ერთმა ფარატინა ზეწარმა დაიტია ორ მეტრიანი კაცის ამდენი სისხლი?
რატომ არაა მატრასი და საბნები, ან ბალიშები, ან ადიელები სისხლიანი…გარდა ამისა, რატომ არაა ფარდა სისხლიანი როგორ ერთი წვეთიც არ მოხვდა იმ ერთი ბეწო ოთახში ფარდას? ამის გარდა ”ტოლჩით” წყალი ეყოფოდა სისხლის მოსუფთავებას? ნუთუ ყველას ისე ეძინა საღამოს 9 საათზე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო თურმე ელემენტარული ბავშვის ფაჩუნზე ერთმანეთის ხმები ესმით მეზობლებს, იმიტომ რომ არის საერთო საცხოვრებელი და საერთო დერეფანი აქვთ. ამის გარდა რატომ ვეღარ აანთო მაგდამ გარეთ თავის კარების თავზე სინათლე როცა დერეფანში გამოვიდა, თუ თეთრეული გამოუცვალა და დედამთილის წინ სარეცხის მანქანაში გარეცხა რა დროსაც დედამთილის ოთახში მეზობლები იჯდნენ და საუბრობდნენ, ანუ ხომ ამბობს დედამთილი რომ სისხლიანი თეთრეული გარეცხა და გამოფინა თურმე ეზოში და ოთახში თურმე მკვდარი ქმარი ყავდა, ეს ის დროა, როცა მეზობლებს არ ძინავთ და ყველა შედის გადის საერთო დერეფანში და ნებისმიერს შეეძლო სულ შემთხვევით კარი გაეღო და შესულიყო ოთახში ვინმეს.
გარდა ამის დედამთილი ყვება მის ჩვენებაში (და მინდა ავღნიშნო რომ მან ჩვენება შეცვალა მინიმუმ ოთხჯერ) ყვება, რომ ღამე კარებიდან შევიხედე და დავინახე მაგდა პუფში იჯდა და ტელევიზორს უყურებდაო … კითხვა ჩნდება რატომ უყურებდა ჩუმად?კითხვა ჩნდება რატომ იპოვა დედამთილმა მაინც და მაინც ეს ვითომ მაგდას წერილი და რატომ იპოვა ერთი თვის მერე…პლიუს ამას დათვალიერებულია ჩვენს მიერ გარეცხილი თეთრეული რაზეც მიმითითეს, რომ ეს თეთრეული გარეცხა მაგდამ სისხლაინიო …ნუ კარგით გარეცხა ….კითხვა ჩნდება ერთი ყავის წვეთი ტოვებს თეთრ ქათქათა ნაჭერზე ლაქას და სისხლი ასე უკვალოდ გაირეცხა? და კვალი არ დარჩა ამ თეთრეულზე? ამის გარდა პროკურატურამ ახსენა რომ ჩემს სიძეს აქვს დაზიანებები მიყენებული ბეჭებზე თრევის შედეგად…ყველას ვისაც ეს კითხვა გიჩნდებათ მიდით მაგდას დერეფანში და ნახავთ რომ არის სულ მოზაიკა და პრიალა დერეფანი სადაც შეუძლებელია მალები დაზიანებულიყო…თურმე პროკურატირას ცოდნია ორი თვე ჩემ სიძეს და მაგდას არ ჰქონიათ ფიზიკური შეხება ))) ეტყობა სანთელი ეჭირათ და ყოველ ღამე უყურებდნენ რას აკეთებდნენ ჩემი სიძე და მაგდა.
…..მის გარდა არის უამრავი კითხვა და უზუსტობა. ყველას მივმართავ ვინც დასკვნებს აკეთებს, ჩვენ, მაგდას ოჯახი და გვარი მაგდას კი არა არავის დავაფარებთ ხელს, როცა საქმე ეხება ადამიანის მკვლელობას, ღმერთის გარდა არავინ იცის იმ დაწყევლილ ღამეს რა ხდებოდა.
…აქედან გამომდინარე, მესმის რომ უმძიმესი ფაქტია და ჩემზე და ჩემს ოჯახზე მეტად ვერავინ განიცდის ამ ტრაგედიას და ზუსტად ამ კითხვებიდან გამომდინარე გვიღირს ეს ბრძოლა და თავი შეიკავეთ გთხოვთ რისხვისგან და წყევლისგან! მაგდა შვილმკვდარი დედაა და ასე მარტივად არ ხდება თითის გაშვერა და ტალახის სროლა! რაც შეეხება მხარდაჭერას მადლობლებიი ვართ რომ გვიმაგრებთ ზურგს, გიფიქრიათ იმაზე რომ მაგდას შვილი მოუკვდა, შვილი რომელიც ისე გაზარდა წუთი არ მოუდუნებია ყურადღება მასზე… იმაზე თუ ფიქრობთ როგორ ცემეს შვილმკვდარი დედა თავზე ცელოფანი ჩამომაცვე, გამხადეს და ხმამაღლა ვღრიალებდი ფსალმუნებსო ყვება.
…შეიძლება ძალიან კატეგორიული ვარ მაგრამ მე მაგდას და ვარ და ტყვიას დავუდგები მის გამო და ზოგიერთს არ ვამყოფებ ბედნიერს მისი უბედურების ხარჯზე იცით რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგი დედა იყო და ძალიან მოწესრიგებული გოგოა მაგდა, თითით საჩვენებელი იყო ყოველთვის მაგდას ზრდილობა და კულტურა, მე და ვარ მისი და შინაგანი მკარნახობს რომ უდანაშაულოა! არავის გაგჩენიათ კითხვა როგორ ცოცხლობს? მაგრამ აცოცხლებს ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთს ძალიან უყვარს მაგდ!!,” – წერს მაგდა პაპიძის და – ლანა პაპიძე.