ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ მობილურის ზარით კვალს მიაგნო: 17 წლის გატაცებულ გოგონას ვერ პოულობენ

 

მეოთხე დღეა 17 წლის სამირა ბაირამოვას პოლიცია ვერ პოულობს. გოგონას ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებმაც არ იციან. ისინი ისევ აპირებენ გზის გადაკეტვას, რადგან პოლიციისგან მეტ საგამოძიებო აქტივობას მოითხოვენ.

გამტაცებლებთან შეთანხმება, რომ გოგონას იმ შემთხვევაში დააბრუნებდნენ, თუ ოჯახი პოლიციიიდან განცხადებას გამოიტანდა, უშედეგოდ დასრულდა. გოგონა ოჯახის წევრებს 4 დღეა არ უნახავთ. ის ოჯახს სამჯერ დაუკავშირდა, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, საპატრულო პოლიციას დროულად რეაგირება არ მოუხდენია. პოლიციამ ერთ-ერთი ტელეფონი, რომლითაც გოგონა ოჯახის წევრებს დაუკავშირდა, გორში აღმოჩინა. პოლიცია არ გამორიცხავს გამტაცებლები მისამართს იცვლიდნენ. ოჯახის წევრები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ, თუ გოგონას პოლიცია მალე არ დააბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ 17 წლის გოგონა, სამირა ბაირამოვა ფონიჭალიდან გაიტაცეს. გოგონა რამდენჯერმე დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და აცნობა დაახლოებით სად იმყოფებოდა, თუმცა მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. გამტაცებლები დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და პოლიციიდან განცხადების გატანის სანაცვლოდ გოგონას დაბრუნებას დაჰპირდნენ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმევა ვერ შედგა. გოგონას ოჯახის წევრები აქციებს მართავენ.

იტვირთბა....