რამდენიმე წუთის წინ კლინიკა “ვივამედში” უკრაინის კონსული მივიდა. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვდება.
უკრაინის კონსულს დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მონახულებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონსულმა საქართველოს მესამე პრეზიდნეტი 23 დეკემბერსაც მოინახულა.
დღეს კლინიკაში ასევე მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესების დაჩქარებულად წარმართვაა, თუმცა მისი თქმით, “ტენდენცია არის გაჭიანურებისკენ”.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხვალ საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესია ჩანიშნული. მიეცემა თუ არა მესამე პრეზიდენტს საშუალება, დაესწროს პროცესს, ჯერ გაურკვეველია.