რატომ დაუხურეს ანგარიშები რუსეთის 200-მდე მოქალაქეს – საქართველოს ბანკი BMG-თან განმარტებებს აკეთებს.
ბანკის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება მოქალაქეობას არ ეფუძნება და ის მხოლოდ კლიენტის უჩვეულო ან მაღალი რისკის აქტივობას უკავშირდება.
გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ გადაწყვეტილება არ არის დაფუძნებული მოქალაქეობაზე, ის უკავშირდება კლიენტის უჩვეულო ან და მაღალი რისკის მატარებელ აქტივობას/ქცევას. კონკრეტულად კი, თუ ანგარიში გამოყენებულია სატრანზიტო მიზნით ან წარმოადგენს უმოქმედო ანგარიშს.
ბანკის შიდა პოლიტიკის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება ისეთ პარამეტრებს როგორიცაა: მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების კლასიფიკაცია, მასთან დაკავშირებული რისკები და ა.შ.
აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ბანკს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლის ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით, რადგან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონი“ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს ანიჭებს სრულ უფლებამოსილებას, კლიენტებს დასაბუთების გარეშე უარი უთხრან მომსახურებაზე ან დაუხურონ ანგარიშები”, – განუცხადეს „საქართველოს ბანკში” „ბიზნესპრესნიუსს”.