ახალი ამბები

“ევროკომისიამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. არ ვიცი, ამაზე უფრო გარკვევით როგორ შეგვიძლია ვთქვათ” – ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში

ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, – აცხადებს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში:

“ევროკომისიამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. არ ვიცი, ამაზე უფრო გარკვევით როგორ შეგვიძლია ვთქვათ. ასე რომ, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს არავინ აიძულებს გახდეს ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება საქართველოს გადაწყვეტილება იყო, მაგრამ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას აცხადებს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ევროკავშირის წევრობის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და უმცირესობების დაცვა” – განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა.

იტვირთბა....