ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოლო 30 წელში მეორედ, რუსების დავალებით, არ უნდა მოვკლათ ჩვენი პრეზიდენტი – მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აქტიურადაა ჩართული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის კამპანიაში.
მის მიმართვას – გადაარჩინე მიხეილ სააკაშვილი, არ გადააყოლო ქვეყანა პოლიტიკურ შურისძიებას – ბევრი მოქალაქე შეუერთდა.

„ქართული საზოგადოება ერთიანდება ორი ძალიან მარტივი მოთხოვნის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს ადამიანის წამება, წამებით სიკვდილით ამ ყველაფრის პირდაპირ ეთერში თვალყურის დევნება და მეორე – რომ საქართველოში ჩვენი ახალი ისტორიის ბოლო 30 წელში მეორედ რუსების დავალებით, არ მოვკლათ ჩვენი პრეზიდენტი. ეს ორი ძალიან მარტივი თემის ირგვლივ ხდება საზოგადოების გაერთიანება ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, მორალური პოზიციიდან გამომდინარე” , – განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ბევრად მეტად უნდა იაქტიურონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს, მეოთხე პრეზიდენტის თქმით, ამ შემთხვევაში ერთადერთი ადრესატი ბიძინა ივანიშვილია.

მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ განცხადების ხელმომწერებს გიორგი მარგველაშვილი წერეთლის 114-ში მდებარე, ფექტორი “თბილისში”, კოკა კოლას ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდება.

იტვირთბა....