წყალდიდობას ფილიპინებში 25 ადამიანი ემსხვერპლა, 26 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური გამოცემა apnews ავრცელებს.
წყალდიდობის შედეგად, თითქმის 400 000 ადამიანი დაზარალდა, 81,000-ზე მეტი კვლავ თავშესაფარშია.
გავრცელებული ცნობით, წყალდიდობის შედეგად 1196 სახლი, 123 გზის მონაკვეთი და 12 ხიდი დაზიანდა. ზოგიერთი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე რჩება.
ყოველწლიურად დაახლოებით 20 ტაიფუნი და ქარიშხალი ხდება ფილიპინებში. არქიპელაგი მდებარეობს “ცეცხლის რგოლზე” წყნარი ოკეანის პირას, სადაც მრავალი ვულკანური ამოფრქვევა და მიწისძვრა ხდება.