საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიამ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე ისაუბრა.
ალასანიამ, ამ სასამართლო პროცესები 2008 წწლის რუსეთ-საქართველოს ომს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ სასამართლოები ომის გაგრძელებაა.
„დეტალები არ ვიცი, რამდენად მისცემენ შესაძლებლობას სასამართლო პროცესზე ჩაერთოს და სიტყვით წარსდგეს. პროცესი სწრაფად რომ უნდა წარიმართოს ამას ყოველთვის ვიმეორებ, ტენდენციაა პროცესის გაჭიანურებისკენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქიატრის, ერიკ დევიდ გოლდსმიტის დაკითხვა, ამ ადამიანის დაკითხვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა“, – განაცხადა ალასანიამ.