დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოში 2022 წელს აჯამებს.
ის ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, თბილისის სოლაგნსაც – „მშვიდობით სავსე ქალაქი“ – .
კალაძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ოპოზიციონერთა ბრძოლა ამ საგანთან მიმართებით.
„ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია. არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ. მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს ყველაზე უკეთ ეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა “მშვიდობა” გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძოდნენ და ებრძვიან ამ სლოგანს” – აღნიშნა კალაძემ.