ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში – აქტივისტებს ბანერი არ გააშლევინეს

დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერი, კახი კალაძე 2022 წელს აჯამებს.
კალაძის დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას თან ახლავს მოქალაქეთა მწვავე პროტესტი.

პროტესტის ორგანიზატარებს ბანერის გაშლის საშუალება არ მისცეს. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მერის მხრიდან ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულ დაღუპვაზე პასუხისმგებლობის აღებაა.

შეგახსენებთ, 13 წლის მარიტა 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა. ვაკის პარკის აუზში ბავშს დენმა დაარტყა.

იტვირთბა....