რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS, წერს, რომ ჯარისკაცებს, რომლებიც მობილზაციის პროცესის მონაწილეები არიან, ექნებათ უფლება, სპერმა უფასოდ გაიყინონ კრიობანკებში.
ამის შესახებ მედია რუსეთის იურისტთა კავშირის საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზიდენტ, იგორ ტრუნოვზე დაყრდნობით წერს.
ასევე, მობილიზაციის ფარგლებში სამხედრო სამსახურში გამოძახებული ოჯახები მიიღებენ უფასო კვოტას უნაყოფობის სამკურნალოდ.
მედია წერს, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა ჩანასახოვანი უჯრედების (სპერმატოზოიდების) უფასო კონსერვაციისა და შენახვისთვის 2022-2024 წლებში “სპეცოპერაციაში მობილიზებული მოქალაქეებისთვის”.
ოჯახებს ასევე შეუძლიათ უფასოდ გამოიყენონ შენახული ბიომასალა, თუ მათი სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა მიუთითებს, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება.