უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში მომავალ წელზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინა ამზადებს თავის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს მომავალი წლისთვის და ეს გადამწყვეტი წელი უნდა იყოს.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის. ეს უნდა იყოს გადამწყვეტი წელი. ჩვენ გვესმის, რა რისკებია ზამთარში, გვესმის, რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე, რაც ნიშნავს, რომ გვესმის. რა შედეგები უნდა აჩვენოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელმა სექტორმა”, – თქვა ზელენსკიმ. მისი განცხადებით, ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მთავარი მიზნებია – ქვეყნის მტრისგან გათავისუფლებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინელების სამშობლოში დაბრუნება, სახელმწიფოს დაახლოება მთავარ პარტნიორებთან, ახალი შესაძლებლობების გახსნა“ , – აღნიშნა ზელენსკიმ.