თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი შესაძლოა თანამდებობიდან გადააყენონ. ამ საკითხს დილიდან განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
განხილვა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ანგარიშს მოყვა, რომელშიც საუბარი იყო მამუკა ახვლედიანის მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არ შედიოდა მის კომპეტენციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი, გარდა ერთისა, ემხრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენებას.
„გადაწყვეტილება მიღებული იქნება. აქ შესაძლოა, გამოვლინდეს გარკვეული დისციპლინური სამართალდარღვევაც, არც ეს არის გამორიცხული,“ – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ.