უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება.
ორბანმა განაცხადა, რომ 2022 წელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო. მისი თქმით, უნგრეთი დადგა საფრთხის წინაშე, რომ ის ომში ჩაეთრიათ, ხოლო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ქვეყანა საშიში მიმართულებით მიჰყავს.
“უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის. თუ ამერიკელებს უნდათ მშვიდობა, მშვიდობა იქნება“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პოზიციაზე საუბრისას, ორბანმა აღნიშნა, რომ ის „პროუნგრულია“.
„კითხვაზე, ისტორიის რომელ მხარეს ვართ, კარგის თუ ცუდის, პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ისტორიის უნგრულ მხარეს ვართ“, – თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.