გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე “სანდო წყაროზე” დაყრდნობით მორიგ ინფორმაციას აქვეყნებს, მმართველი კოალიციის სიებთან დაკავშირებით.
კილაძე აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნების” წევრმა ნანა ყეინიშვილმა “საპარტნიორო ფონდის” თავმჯდომარეს, დავით საგანელიძეს სიაში ჩასასმელად 200 000 დოლარი გადაუხადა.
,,არჩევნების მოახლოებასთან ერთად “ქართულ ოცნებაში”სიტუაცია ნელ ნელა იძაბება და საარჩევნო სიების საკითხი მწვავდება, ის ხალხი ვინც ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობდა და მისი ქვოტით ცდილობდა საარჩევნო სიაში მოხვედრას, ახლა კახი კალაძის იმედადაა დარჩენილი, მაგრამ მყარი პოზიციები არც კახი კალაძეს აქვს პარტიის გენერალური მდივანი შეიძლება “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს გადააყოლონ, საარჩევნო სიების გამო განსაკუთრებით ოცნების ქალბატონები ნერვიულობენ, ცნობილი სკანდალების გამო ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის შანსები მინიმუმამდეა შემცირებული, არც გუგული მაღრაძის პერსპექტივაა მაინდამაინც სახარბიელო, ნანა ყეინიშვილი კი საარჩევნო სიაში დარჩენის პერსპექტივებზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შტაბის უფროსად შესაძლოა დავით საგანელიძე დაბრუნდეს. ნანა ყეენიშვილის სიაში მოხვედრას განსაკუთრებით მანანა კობახიძე აპროტესტებს. წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე სპიკერი კოალიციის შიგნით დაუფარავად იმუქრება, თუ ის სიაში არ იქნება მაშინ საჯაროს გახდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნანა ყეინიშვილმა სიაში ჩასმისთვის დავით საგანელიძეს თავის დროზე 200 000 დოლარი რომ გადაუხადა“ – აცხადებს კილაძე.
“მეტრონომმა” სცადა ნანა ყეინიშვილთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.