რუსეთიდან დევნილი ბიზნესმენი, მიხაილ ხადარკოვსკი „ტვიტერზე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გამოეხმაურა.
„სააკაშვილის ფანატი არ ვარ, თუმცა ახლა ის პოლიტპატიმარია და მის მხარეს ვარ. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩემი კეთილგანწყობა ბავშვობიდან მახსოვს, რომლებიც ბერიას და სტალინს სრულებით არ ჰგავდნენ. მიხეილის ტყვეობაში ყოფნა სირცხვილია!“ – წერს ხადარკოვსკი.