საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ელჩების კონფერენცია 2022“ სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანის ეროვნულ ინტერესებზე ორკესტრირებული შეტევა ხორციელდება.
„ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი როლი არის განსაკუთრებული, ელჩების როლი, რომ სწორად მივიტანოთ დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და სწორად გავუმკლავდეთ, ეფექტიანდა გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მოედინება არა მხოლოდ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზეა, ამიტომ ამ შეტევას, არ დეზინფორმაციას სჭირდება ეფექტური კონტრსაპასუხო მოქმედებები“ , – განაცხადა პრემიერმა.