aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას – ზელენსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს, სადაც დასავლეთს შობის დღესასწაულს ულოცავს:

“დღეს და მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. ვიღაც დღეს დაინახავს ცაში პირველ ვარსკვლავს ბახმუტზე, რუბიჟნოესა და კრემენაიაზე. ვიღაც დღესასწაულს სხვის სახლებში შეხვდება, მაგრამ არა უცხო ხალხში – უკრაინელების სახლებში, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც “შჩედრიკს” სხვა ენაზე მოისმენს – ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა და ქვეყანაში. და ვიღაც ტყვეობაში შეხვდება ამ შობას, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ ყველა უკრაინელს თავისუფლებას დავუბრუნებთ.

არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, დღეს ჩვენ ერთად ვიქნებით. სურვილს ჩავიფიქრებთ. ერთი ყველასათვის. და ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს. ერთი ყველასათვის. და ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ერთი ყველასათვის.

ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს! როგორც ყოველთვის. გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით. როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას. ქრისტე დაიბადა! მოდით, ვადიდოთ იგი!,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი

 

იტვირთბა....