ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ბარბაროსული დაბომბვა, თუ მეტი იარაღი გვექნება – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ბარბაროსული დაბომბვა, თუ უკრაინელებს მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა ექნებათ.

“რუსი ტერორისტების მიერ ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ მორიგი სამხედრო დანაშაულია, არამედ შურისძიებაა მისი მაცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

დღეს დილით, რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, უკვე ცნობილია 8 გარდაცვლილის და 58 დაშავებულის შესახებ. ხერსონის დაბომბვა დაგმო აშშ-ს ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა.

“ტერორისტი ქვეყანა აგრძელებს რუსული მშვიდობის მოტანას სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვის სახით. ხერსონი. დილა, შაბათი, შობის წინა ღამე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არაა სამხედრო ობიექტი, ეს არაა ომი წესებით. ეს ტერორია, ესაა მკვლელობა დაშინებისა და კმაყოფილებისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....