ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

ჩვენს თვალწინ ჩემი ძმა კვდება, ყველანი თუ არ გავერთიანდეთ ჩვენ ვიქნებით ამ მკვლელობის თანამონაწილენი – გიორგი სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

“საქართველო ერთხელ და საბოლოოდ უნდა შედგეს, როგორც ქვეყანა და ასე სასაკლაოზე არ უნდა იყვნენ გამოტანილი პრეზიდენტები, ჩვენ ერთხელ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ხელიდან გვეცლება მიხეილ სააკაშვილი. ჩვენს თვალწინ ჩემი ძმა კვდება. ყველანი თუ არ გავერთიანდეთ ჩვენ ვიქნებით ამ მკვლელობის თანამონაწილენი. არ არის მიშა სააკაშვილი გასაწირი. ციხეში ჯანმრთელი ადამიანი შევიდა, დღეს კი ვერ გადაადგილდება და წევს. თუ დროულად არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, თუ დროულად არ მიეცა საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიშა ვერ გადარჩება“, – აცხადებს მესამე პრეზიდენტის ძმა.

იტვირთბა....